Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები


  • Technovation GIrls SAKARTVELO-2024-ის გამაეჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის, 13-15 წლის და 16-18 წლის მოზარდებისთვის, გაიმართა. წლევანდელ კონკურსში 700-ზე მეტმა გოგონამ და 250-მა მენტორმა მიიღო მონაწილეობა. წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით:

  • გუნდი „Easy Care“ | პროექტით „Easy Care“ |აჭარა
  • გუნდი „Visionairy Girls“ | პროექტით „Volunify“ | თბილისი
  • გუნდი „Hypotenuse 5“ | პროექტი „Gamige“ | თბილისი
  • გუნდი „Wondermakers“ |პროექტი „Quake Quest“ | თბილისი
  • გუნდი „AgronicEye“ | პროექტი „AgronicEye“ |კახეთი, თბილისი
  • გუნდი „AI Eyes“ | პროექტი „AI Eyes“ | აჭარა
  • გუნდი „MQM“ | პროექტი „MemorEase“ | თბილისი
  • გუნდი “Victorious Secrets | პროექტი „L.I.F.E.M.I.N.E“ |იმერეთი

ივნისში საქართველოს გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდებიან, რის შემდეგაც დასახელდებიან ფინალისტები და რეგიონული გამარჯვებულები. 2024 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდები, ოქტომბერში, ფინალის მსოფლიო სამიტზე გამოვლინდებიან. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის კონკურსში გამოვლენილი საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, საქართველოში.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 17 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!