- 24 მაისს Space X-მა, Starlink-ის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 60 ერთეული უახლესი თაობის ინტერნეტ სატელიტით აღჭურვილი რაკეტა Falcom 9, კანავერალის კონცხზე განლაგებული კოსმოსური ცენტრიდან, ადგილობრივი დროით საღამოს 11 საათსა და 32 წუთზე წარმატებით გაუშვა. რაკეტამ გეზი დედამიწიდან 550 კმ-ის სიმაღლეზე აიღო.
მისიის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა – რაკეტა წყალზე განლაგებულ საცდელ პლატფორმაზე უსაფრთოდ დაეშვა. Space X 2020 წლამდე, ორბიტაზე Starlink-ის 12 000 ინტერნეტ სატელიტის გაშვებას გეგმავს. მისიის მიზანი მსოფლიოს უახლესი თაობის, 1GB/წმ სიჩქარის სანდო ინტერნეტით უზრუნველყოფაა. მისიის მთავარი სამიზნე მსოფლიოს ის წერტილებია, სადაც ინტერნეტი ამ დრომდე ხელმისაწვდომი არ არის.