SALE ”კაზანტიპში!”


“კაზანტიპის რესპუბლიკის” ტერიტორიაზე საკვები და სხვადასხვა დასახელების სასმელი გაიაფდა. ფასდაკლებასთან დაკავშირებით წარწერები ზოგიერთი ბარის შესასვლელთან უკვე გამოკრულია. ზოგიერთ ბარსა და საკვებ ობიექტში ფასი 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ ქართული სამზარეულოს ობიექტზე ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე 1 ლარი ღირს. შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი. კვების ობიექტებისგან განსხვავებით უცვლელი დარჩა საპირფარეშოში შესვლის ფასი, რომელიც დღესაც ლარნახევარი ღირს.

“კაზანტიპის რესპუბლიკის” პრეზიდენტმა ფასებთან დაკავშირებით უკმაყოფილება რამდენიმე დღის წინ გამოთქვა. როგორ ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა, “კაზანტიპის 

რესპუბლიკის” ტერიტორიაზე ასეთი დიდი ფასები არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაპირება სულ სხვა იყო. უკმაყოფილება მან საცხოვრებელი სახლების ფასებთან დაკავშირებითაც გამოთქვა.

ასევე გაიაფდა “კაზანტიპის” ღონისძიებაზე დასასწრები ვიზები.  პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სტურუამ განაცხადა, რომ “კაზანტიპის რესპუბლიკაში” შესასვლელად ვიზის შეძენა დღეიდან 400 ლარის ნაცვლად 250 ლარად არის შესაძლებელი და ამ ვიზის მფლობელს “კაზანტიპზე” დასწრება ღონისძიების ბოლომდე შეეძლება.

მისივე თქმით, ასევე გაიაფდა ერთდღიანი ვიზა და დღეიდან ის უკვე 100 ლარი ღირს.
ანაკლიაში “კაზანტიპის” ღონისძიება 20 აგვისტოს გაიხსნა და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.