presa.ge-ს დირექტორი დააკავეს


  • ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით კაპანაძე ამ წუთებში ფოთი გადაჰყავთ.

ამ ფაქტს ეხმიანება ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი  ბაჩუკი ქარდავა, რომელიც მედიასთან ამბობს, რომ  კაპანაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა საგანგებოდ დაიგეგმა, მიზანი კი ის არის, რომ ოპოზიციის ლიდერები ზუგდიდიდან ფოთში წავიდნენ. ქარდავას თქმით, გახარიას გეგმებს ისინი არ მოერგებიან და საკუთარ სტრატეგიას არ შეიცვლიან.

„ეს არის გახარიას  მორიგი ვირეშმაკობა, ამაში ვერაფერს ჭკვიანურს ვერ ვხედავ, ხელისუფლება არის აგონიაში იქცევა არაადექვატურად, ჟურნალისტის დაკავება რამდენად ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ ხელისუფლებას ძალიან კარგად იცის, მაგრამ იციან რომ ზუგდიდში კატასტროფულად მარცხდებიან ყველა ხერხს, ყველა უკანონობას ჩადიან და ეს შეიძლება მოხდეს გახარიას ბრძანებით, ბიძინა ივანიშვილის ვიზირების შემდეგ. უნდათ შეიტანონ ჩვენ გეგმებში დეზორიენტაცია. დავიცავთ ჟურნალისტს, დავიცავთ უკანონოდ დაკავებულ ყველა ადამიანს, მაგრამ გახარიას არ გავუკეთებთ იმ საჩუქარს, რომ ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაში ცვლილება შევიტანოთ ბოლო წუთამდე,“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!