- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩეხური ორგანიზაცია “People In Need”-ის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის: “ჩემი პირველი არჩევანი” და “ახალგაზრდები დემოკრატიული არჩევნებისთვის” დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
პროექტი მიზნად ისახავდა არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.