PEN-მარათონი “სარკმელი2021” ქართულ-მეგრული პერიპეტიებით


  • დღეს,  12 ივნისს,  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბ „სარკმელის“  ლიტერატურული პროექტი  PEN-მარათონი 2021 ჩატარდა.

წლევანდელი PEN-მარათონის ჩასატარებლად ზუგდიდში, დადიანების ბოტანიკურ ბაღში შევიკრიბეთ და ის ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რადგან ორენოვანი იყო. მოგვეცა საშუალება ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი ფურცელზე ქართულად და მეგრულად გადაგვეტანა. ფენმარათონისთვის ორი თემა შეირჩა: „ნიავის მოყოლილი ამბები“ და „სქან სანთელო მა.“

მარათონში მონაწილეობდა 40-მდე შემოქმედი ახალგაზრდა. მათ შორის წალენჯიხის, ინგირისა და ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, აფხაზეთის პირველი და ზუგდიდის მეათე და მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეები, „ნაპერწკლელები“ და რა თქმა უნდა „სარკმელელები“. ასევე უფროსი „სარკმელელებიც“.

წლევანდელი PEN-მარათონი რიგით მეოთხე იყო. პირველი ჩატარდა ყვარელში, მეორე – რუხში, მესამე – შეკვეთილში. დიდი ალბათობით შემდეგი სვანეთში ჩატარდება, რადგან სამენოვან (ქართულ, მეგრულ და სვანურ) PEN-მარათონს გვპირდებიან.

PEN-მარათონის პარტნიორი ორგანიზაცია „საქართველოს უნივერსიტეტია“. ქალბატონმა მაია ღუბელაძემ ბლოკნოტები და კალმები გადმოგვცა.

თხზულებები დავწერეთ და დღე მარიამ კუტალიას „პოეზიის წუთებით“ დავასრულეთ. მან წაგვიკითხა ლექსები და ერთი ჩანახატი. ჩემი ფავორიტი „შენ ჩემი გულის ნამსხვრევებზე წევხარ“ იყო.

ყველაფერმა სასაიამოვნოდ ჩაიარა. მონაწილეები ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს და ჩვენს ნამუშევრებზე ვსაუბრობდით…

მალე ჩვენთვის უცნობი ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. ეს უკვე სხვა ისტორიაა, რომელზეც მალე მოგიყვებით…

სალომე ნარმანია “სარკმელი”

ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!