- რამდენიმე საათის წინ პოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მუსიკალური ღონისძიება, VMA-ის 2021 წლის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.
წითელ ხალიჩაზე მომხდარი სკანდალური დაპირისპირების შემდეგ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ცოტა რთული იყო, თუმცა Lil Nas X-ის იმიჯმა არსებულ მოლოდინს გადააჭარბა.
ღონისძიების მთავარი პრიზი Video of the Year კატეგორიაში ამერიკელმა რეპერმა Lil Nas X-მა “Montero: Call Me By Your Name”-ისთვის მიიღო, რომელიც წითელ ხალიჩაზე “ვერსაჩეს” ლავანდისფერი სამოსით გამოჩნდა.
შემსრულებელმა ჯილდოს მიღების დროს მადლობა ღონისძიების დღის წესრიგის გამო ორგანიზატორებს და გეი-საზოგადოებას გადაუხადა.