#OK! Lil Nas X-მა VMA-ის დაჯილდოების მთავარი პრიზი მოიპოვა: ვარსკვლავი ცერემონიაზე ვერსაჩეს სამოსით მივიდა

  • რამდენიმე საათის წინ პოპ კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული მუსიკალური ღონისძიება, VMA-ის 2021 წლის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.

წითელ ხალიჩაზე მომხდარი სკანდალური დაპირისპირების შემდეგ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ცოტა რთული იყო, თუმცა Lil Nas X-ის იმიჯმა არსებულ მოლოდინს გადააჭარბა.

ღონისძიების მთავარი პრიზი Video of the Year კატეგორიაში ამერიკელმა რეპერმა Lil Nas X-მა “Montero: Call Me By Your Name”-ისთვის მიიღო, რომელიც წითელ ხალიჩაზე “ვერსაჩეს” ლავანდისფერი სამოსით გამოჩნდა.

შემსრულებელმა ჯილდოს მიღების დროს მადლობა ღონისძიების დღის წესრიგის გამო ორგანიზატორებს და გეი-საზოგადოებას გადაუხადა.

წყარო

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.