NCDC-ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი


  • ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტი მწეველს არ ეხმარება თამბაქოზე თავის დანებებაში და ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი.

ამავე კვლევის თანახმად, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს.

“ელექტრონული სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში. ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი. გაუფრთხილდი საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უთხარი არა თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს”.-ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევის შესახებ ინფორმაციას გაეცანით აქ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!