დილიდანვე ზუგდიდის ადგილობრივ ონლაიმედიაში აქტუალური გახდა თემა, რომელიც ეხება 2015 წლის 11 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გამართულ 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას. ანგარიში მომზადდა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge“ ფარგლებში, რომელსაც IDFI ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდების ფინანსური“ მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებდა.
IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს (სულ 57 საჯარო დაწესებულება). მათ შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მაგრამ დაჯილდოებულთა შორის არ აღმოჩნდნენ ქალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რადგან IDFI-ის კვლევების მიხედვით, ზუგდიდის მერიამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 96.7%, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხოლოდ 70.8% -იანი მაჩვენებელი უჩვენა.
პროექტის ფარგლებში წარმოებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ გამოვლენილი იქნა 2010-2015 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები, ეს დაწესებულებებია: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.