Google კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდების რეკლამებს დაბლოკავს


  • კომპანია Google კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდებისა და აპლიკაციების რეკლამებს დაბლოკავს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

კერძოდ, აიკრძალება ისეთი გვერდების რეკლამა, რომლებზეც საუბარია რომ კორონავირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი, ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა, ასევე ვირუსის ბილ გეიტსის მიერ შექმნაზე და იმაზე, რომ კორონავირუსი საერთოდ არ არსებობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აკრძალვა შეეხება ყველა გვერდს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ “ავტორიტეტულ მეცნიერულ კონსენსუსს” “სახიფათო შინაარსით” ეწინააღმდეგება.

კორონავირუსის შესახებ რეკლამის განთავსების საშუალებას Google მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტებს მისცემს, მათ შორის, სამთავრობო ორგანიზაციებს და ჯანდაცვის სფეროს პროვაიდერებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!