დღეს, „თანასწორობის მოძრაობამ“ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან 1 ივლისს, დაგეგმილი „flea market“ აქტივობები დაგეგმა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ეს არ იქნება მხოლოდ ვაჭრობა ხაზი გაესმევა ადამიანის უფლებებს და ღონისძიების მთავარი მესიჯი იქნება თანასწორობისთვის.
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის თანამშრომელმა ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შეეძლებათ გაყიდონ ხელნაკეთი ნივთები, წიგნები, ნებისმიერ ნივთი,იდეა, ან მოქმედება“. მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში ბევრი სახალისო აქტივობებია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს. შეხვედრაზე „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერმა ემზარ კვარაცხელიამ აღნიშნა რომ, პირველ რიგში გვინდა კარგი და სანახობრივი იყოს, მაშტაბური, შემდეგ უკვე ტრადიციათ ვაქციოთ. ნებისმიერი ნივთი ტანსაცმელი, რომელიც უკვე არ გვჭირდება შეგვიძლია გამოვიტანოთ გავყიდოთ ან უბრალოდ გავცვალოთ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7wfH9O3xMJ8[/embedyt]
შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, „flea market“ არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია აღმოაჩინოს რაიმე განსაკუთრებული, ღირებული ნივთი ის უკვე დიდი ხანია აღარაა უბრალო ბაზრობა, სადაც ადამიანებს გასაყიდად ან გასაცვლელად გამოაქვთ ნივთები, რომელიც აღარ სჭირდებათ, ან პოულობენ ნივთებს რომლებზეც ოცნებობდნენ.