- კორონავირუსთან საბრძოლველად Facebook ამერიკას 720 000 პირბადეს აჩუქებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა.
ცუკერბერგი წერს, რომ ნიღბები იმ შემთხვევისთვის ჰქონდათ შეძენილი, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა და ის კომპანიის გადაუდებელი რეზერვი იყო.
“ჩვენ ასევე ვმუშაობთ ფინანსურ წყაროებზე, რომ მილიონობით მეტის შემოწირვა შევძლოთ. იმედი მაქვს ყველა ჯანმრთელად და უსაფრთხოდ იქნება”, — წერს ცუკერბერგი.