ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით ხვდება.
25 დეკემბერი – 18:30 სთ -მთავარი, ნაძვის ხის ანთება (სკეიტ პარკი, მონაწილეობს ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლე“).
30 დეკემბერი-სკეიტ პარკის ტერიტორიაზე”საშობაო ბაზრობა” რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ადგილობრივ მეწარმეებს, საშობაო სუვენირებს და სხვადასხვა ნუგბარს.
13: 00 საახალწლო გამოფენის გახსნა.
13 :00 – 19:00 საბავშვო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი.
15:00 კულინარიული ფესტივალი, დეგუსტაცია.
17:00 თოვლის ბაბუის მობრძანება მთავარ ნაძვის ხესთან.
19:00 ბენდის კონცერტი (under 7).
20:30 კოკა-კოლას ქარავანი, ზღაპრის გმირების სტუმრობა სკეიტპარკში.
31 დეკემბერი-22:30 დადიანების სასახლეთა ეზოში საახალწლო კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობენ ანსამბლი „ოდოია“, ანსამბლი კავკასიონი ,ჯგუფი „under 7”ლაშა თოდუა და ვახო გოგილავა.
24:00 -ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფოიერვერკით.