დღეს, თბილისში, სასტუმრო ,,კოპეში” გაიმართა პოლონური ფონდის ,,ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთის” და მისი პარტნიორი ,,კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის” გალაშეხვედრა, სადაც გამოცხადდა რეგიონული მედიისათვის გამართული კონკურსის შედეგები. კონკურსში საქართველოს რეგიონული მედიის 10 გამოცემა და 40 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ შორის გაზეთი ,,ზუგდიდი” ვებგევრდით www.zugdidelebi.ge . კონკურსის შედეგად გამარჯვებული კანდიდატები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
გაზეთ ,,ზუგდიდს” გადაეცა სპეციალური ჯილდო – ,, წლიური ინტერნეტი ერთი გამომცემლისთვის” .
პოლონური ფონდი “ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი” საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია “კავკასიიის ჟურნალიტთა საერთაშორისო ცენტრთან” ერთად, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული გაზეთებისთვის ახორციელებს პროექტებს რეგიონული მედიის განვითარებისათვის.
სასწავლო ტრენინგები რეგიონული გაზეთების გამომცემლებისა და ჟურნალისტებისათვის საქართველოსა და პოლონეთში. გაზეთი ,,ზუგდიდი” ხუთჯერ სტუმრობდა პოლონეთს, ვარშავას, კრაკოვს, რაჩიბუშს. არაერთი გასათვალისწინებელი რჩევა, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, დაუვიწყარი მასპინძლობა.
მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში პოლონურმა ფონდმა ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი”, “კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან” თანამშრობლობით გამართა ტრენინგები ქუთაისში, სახელწოდებით ,,საინფორმაციო მედიიდან ინტელექტუალურ მედიამდე – საქართველოს ადგილობრივი გაზეთები ინტერნეტში” რომელიც დაფინანსებულია შემდეგი პროგრამების ფარგლებში: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თამშრომლობის განვითარების პროგრამა “დემოკრატიის მხარდაჭერა” და თავისუფლების ფონდის პოლონურ-ამერიკული პროგრამა “ცვლილებები რეგიონში-RITA”, რომელსაც ახორციელებს ფონდი განათლება დემოკრატიისთვის”.