- რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესში ჩართული არიან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრისა და ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების წარმომადგენლები.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: “ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავალი, ჩვენი აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მადლობას ვუხდი სსდმ ცენტრის ყველა თანამშრომელს, საბავშვო ბაღების გამგეებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს, რომლებიც ეტაპობრივად გადიან ვაქცინაციას”.