CNN-ი ქართულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის


  • „საქართველოს საუკეთესო კერძები და სად დავაგემოვნოთ ისინი თბილისში“, – სტატიას ასეთი სახელწოდებით CNN-ი აქვეყნებს.

„საქართველოს დედაქალაქ თბილისში კულინარიული რევოლუცია მიმდინარეობს. შეფები ქართული კერძების კონცეფციას ცვლიან. დანარჩენ სამყაროსთან მჭიდრო კონტაქტით გამოწვეული ეს მოძრაობა ძველი კულინარიულ ტრადიციების აღორძინებასაც იწვევს. საქართველოში სადილისთვის უკეთესი დრო არ ყოფილა“, – წერს ჟურნალისტი პოლ რიმპლი, რომელიც 2002 წლიდან თბილისში ცხოვრობს”.

იმ კერძების ჩამონათვალში, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა გასინჯონ მოხვდა: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო და ღომი, ჩაქაფული. სტატიაში ის რესტორნებიც არის მითითებული, სადაც რიპლის აზრით ამ კერძებს ყველაზე კარგად ამზადებენ.

CNN-ი აღნიშნავს, რომ რეპორტაჟები მოგზაურობის შესახებ ხშირად იმ ქვეყნების და რეგიონების მიერ არის დასპონსორებული, რომლებზეც ჟურნალისტები ყვებიან. თუმცა CNN-ი ყველა თავის მასალაზე სარედაქციო კონტროლს ინარჩუნებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × 1 =

Akismet ანტისპამი