პოეზიის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა 21 მარტს პოეზიის მსოფლიო დღე აღნიშნა, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ახალგაზრდები შეიკრიბნენ, პოეზიის მოყვარულებმა და შემოქმედმა ახალგაზრდებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები (გიორგი გულუამ, ნინო კემულარიამ, დათო ფიფიამ, საბა ხვიჩიამ, თაკო ყორშიამ, შოთა წურწუმიამ, ივდო ოტობარმა (ივდითი ხაზალია), ლექსო სახურიამ, მონიკა ბულიამ, საბა გაბედავამ, პაატა რატიამ, ხატია...

კლუბ “ზუგდიდს” ახალი მწვრთვნელი ჰყავს

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ახალი მწვრთვნელი ჰყავს–კახაბერ (კახი) გოგიჩაიშვილი, მან კლუბის ყოფილი მწვრთნელი გიორგი თურმანიძე შეცვალა. კლუბის ინფორმაციით, კახი გოგიჩაიშვილი წლების მანძილზე, თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა და გარდა ამისა, მას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, მათ შორის იყო უცხოური გუნდებიც. სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, კახი გოგიჩაიშვილი 2014-2015 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა,...

გამოცდები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცდები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი და ხულო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა – პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ,...

ილია ტაბაღუა-100

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ილია ტაბაღუას 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ილია ტაბაღუას ღვაწლზე, მის ნაშრომებზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისაუბრეს ისტორიკოსებმა: ზაალ ქორთუამ, კოტე ჭილაიამ და ლაშა ჯიქიამ. ღონისძიებას უძღვებოდა მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ზამირა...

“ცოცხალი ბიბლიოთეკა”

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრთან არსებული ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ღინისძიება "ცოცხალი ბიბლიოთეკა" გაიმართა. "ცოცხალ ბიბლიოთეკაზე" წიგნები არიან სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ უცნობი ადამიანები, რომლებიც მკითხველს თავიანთ ისტორიას უყვებიან. ღონისძიებაზე ისეთი წიგნები, იყო წარმოდგენილი როგორიცაა: ფსიქოლოგი, რადიოლოგი, ადვოკატი, მხატვარი, სტომატოლოგი, მუსიკოსი, პოეტი და ა.შ. "ცოცხალი ბიბლიოთეკის" პარალელურად, ამერიკული კუთხის სივრცეში,...

“დედაშვილობის სილამაზე”

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, სტუდია "რიბი რაბომ" ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი სახელწოდებით "დედაშვილობის სილამაზე" გამართა. სცენაზე, სტუდიის აღსაზრდელებმა მშობლებთან ერთად, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

ზურაბ ანთელავა-ზუგდიდის თეატრის ახალი წევრი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი წევრი ჰყავს, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ანთელავა. "1 მარტიდან უკვე ვითვლები თეატრის მსახიობად, აგრეთვე ვიმუშავებ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში" რეჟისორ კონსულტანტად. დიდი სურვილი მქონდა დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ კუთხეში და როგორც ყველა ანთელავამ შეიტანა ზუგდიდის განვითარებაში და კულტურაში,...

ეკატერინეს სასახლეში ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდში, ეკატერინეს სასახლეში, ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ჭურჭელი დაზიანდა. მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ "ზუგდიდელებს" უთხრა, რომ "კუთხის პატარა ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრეული ნაწილი მოხვდა მაგიდაზე გაშლილ ჭურჭელს. კუთხეში, რაც იდო პატარა ნაწილი, ის არის დაზიანებული. ამ დაზიანებაში არის ორი დიდი ფუჟერი და ოთხი პატარა სირჩა, რომელიც რესტავრაციას ექვემდებარება. ჩვენ მაშინათვე...

ქართული ემიგრაციის პირველი ტალღა

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე-"ქართული ემიგრაციის პირველი ტალღა-1921-1929წლები". ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა კოტე ჭილაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე მიუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებმაც 1921 წელს დატოვეს საქართველო და წავიდნენ ემიგრაციაში. "მე ძირითადად მინდოდა, იმ ადამიანებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ თავისი ფესვებით სამეგრელოსთან....

“ფარცვანიას მოვუწოდებ გადადგეს”

მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, აწგარდაცვლილი ია კერზაიას ვაჟიშვილმა, ბაჩანა შენგელიამ, საკუთარ ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა: "ვაღიარებ, არ არის მარტივი ჩემთვის ამის დაწერა, მაგრამ მხოლოდ ფაქტებია და აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო. სამწუხაროდ, ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ფარცვანია აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც საკამაოდ დიდი მორალური წვლილი მიუძღვის იას საქმეში და შესაბამისად,...

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …