Big Day თქვენი შვილებისთვის


  • ბავშვთა და მოზარდთა სადღესასწაული ცენტრი “ბიგ დეი” უკვე წლებია ოპერირებს ქართულ საბავშვო სფეროს ბაზარზე. კომპანია ორი წლის განმავლობაში მომხარებლებს ემსახურებოდა გამოძახების სერვისით და სთავაზობდა სხვა და სხვა ტიპის გასართობ, შემეცნებით პროგრამებს და მრავალფეროვან თამაშებს, წამყვან ანიმატორებთან და ზღაპრის სხვა და სხვა გმირებთან ერთად.

“ბიგ დეიმ” ნდობა და მომხარებლის სიყვარული ძალიან მალევე მოიპოვა და მომხარებლების დიდი მოთხოვნის გამო, მიიღეს გადაწყვეტილება გამოძახების სერვისთან ერთად გაეხსნათ სადღესასწაულო ცენტრი ზუგდიდში. კომპანია უცვლელად ინარჩუნებს გამოძახებების სერვისს და პარალელურად მართავს ღონისძიებებს გასართობ ცენტრში, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში სოხუმის ქუჩა 29-ში. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მათვის მნიშვნელოვანია ხარისხი და მომსახურების მაღალი კლასი. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი სტუმარის, ჩვენი პატარა მეგობრების ბედნიერი სახის დანახვა და ისეთივე მომსახურების გაწევა, როგორადაც გვსურს მოემსახურონ ჩვენს პატარა დებს, ძმებს ან შვილებს. ჩვენ ყოველჯერზე ვქმნით, ახალ პროგრამებს, ვზრუნავთ იმაზე, რომ მუდმივად იყოს განახლებული ჩვენი გმირები. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვყავს ორი რობოტი, ტრანსფორმერი, ოჩოს ანგელოზი და კიდევ ბევრი ფერადი გმირი. ჩვენ ყველაფერი დავიწყეთ გამოძახებების სერვისით და რა თქმა უნდა, ამ ხაზს ისევ გავაგრძელებთ, თუმცა ცენტრის გახსნა ეს ახალი და კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ, კიდევ სხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას. რაც შეეხება ცენტრში გამართულ ღონისძიებებს და მენიუს ყველა პროდუქტი არის ნატურალური და საკვები მზადდება ჩვენს სამზარეულოში ჩვენი უმაგრესი მზარეულების მიერ. ჩვენ ძალიან თბილად მიგვიღო ზუგდიდმა და ვპირდებით თითოეულ სტუმარს, რომ მუდმივად შევთავაზებთ სიახლეებს”.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზს: 551 60 90 33. მისწეროთ ფეისბუქ გვერდზე ან ესტუმროთ მისამართზე: სოხუმის ქუჩა 29-ში.

ბავშვთა გასართობი ცენტრი “ბიგ დეის” შეთავაზების პაკეტები კი ძალიან მსუყედ და მრავალფეროვნად გამოიყურება და აქვე გთავაზობთ შეთავაზებების სხვა და სხვა პაკეტს:

  • პაკეტი 380 ლარი 15 ბავშვზე:

ორ საათიანი პროგრამა: ორი ზღაპრის გმირი, წამყვანი ანიმატორი. ასაკზე მორგებული თამაშები: ბატუტი, ბურთების აუზი, სასრიალო ლაბირინთი, საპნის ბუშტების წვიმა, ლაზერული შოუ, დისკოტეკა, ბოლის ეფექტი, ტორტის ჩაქრობის ცერემონია. სიმბოლურად ვარსკვლავის გახსნა ან დიპლომი. ბავშვის მენიუ: ხაჭაპური, პიცა, ფრი, ტკბილეული, ლიმონათი.

  • პაკეტი 450 ლარი 15 ბავშვზე:

ორ საათიანი პროგრამა: ორი ზღაპრის გმირი, წამყვანი ანიმატორი. ასაკზე მორგებული თამაშები: ბატუტი, ბურთების აუზი, სასრიალო ლაბირინთი, საპნის ბუშტების წვიმა, ლაზერული შოუ, დისკოტეკა, ბოლის ეფექტი, ტორტის ჩაქრობის ცერემონია, სიმბოლურად ვარსკვლავის გახსნა ან დიპლომი. ბავშვის მენიუ: ხაჭაპური, პიცა, ფრი, ჰოთდოგი, ნაგეცი, ქლაბ სენდვიჩი, ტკბილეული, ლიმონათი.

  • პაკეტი 600 ლარი 15 ბავშვზე:

ორ საათიანი პროგრამა: ორი ზღაპრის გმირი, წამყვანი ანიმატორი. ასაკზე მორგებული თამაშები: ბატუტი, ბურთების აუზი, სასრიალო ლაბირინთი, საპნის ბუშტების წვიმა, ლაზერული შოუ, დისკოტეკა, ბოლის ეფექტი, ტორტის ჩაქრობის ცერემონია, სიმბოლურად ვარსკვლავის გახსნა ან დიპლომი.

მშობლების გასართობი პროგრამა: სალონის მომსახურება, მანქანის მომსახურება, წითელი ხალიჩა, ორი ცალი ცეცხლის შადრევანი. ბავშვის მენიუ: ხაჭაპური, პიცა, ფრი, ჰოთდოგი, ტკბილეული, ლიმონათი. მშობლებისთვის: ყავა და ჩაი საჩუქრად.

  • პაკეტი 850 ლარი 15 ბავშვზე:

ორ საათიანი პროგრამა: ორი ზღაპრის გმირი, წამყვანი ანიმატორი. ასაკზე მორგებული თამაშები: ბატუტი, ბურთების აუზი, სასრიალო ლაბირინთი, საპნის ბუშტების წვიმა, ლაზერული შოუ, დისკოტეკა, ბოლის ეფექტი, ტორტის ჩაქრობის ფოტო მომსახურება, სიმბოლურად ვარსკვლავის გახსნა ან დიპლომი. მშობლების გასართობი პროგრამა: სალონის მომსახურება, მანქანის მომსახურება, წითელი ხალიჩა, ორი ცალი ცეცხლის შადრევანი, ფოტო ზონა დეკორაცია. ბავშვის მენიუ: ხაჭაპური, პიცა, ფრი, ჰოთდოგი, ტკბილეული, ლიმონათი. მშობლების მენიუ: პიცა ორი, ხაჭაპური, ორი ლობიანი, ორი მექსიკური, ყავა, ჩაი ულიმიტო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.