ზუგდიდში ქალთა სიცოცხლის უფლების დასაცავად მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა


  • დღეს, ზუგდიდის სკეიტ პარკში, სამოქალაქო აქტივისტებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს 21 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მიერ ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი.

“არ მომიკლა დედა”, “არ გაწირო, არ გაჩუმდე”, “შენი სიჩუმე კლავს”, – ამ სახის ტრანსპარანტები ეჭირათ აქციის მონაწილეებს.

“21 მაისს, ადამიანმა საკუთარი შვილების, დის და დისშვილების თვალწინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქალს ყელი გამოჭრა. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის შეფასება. ჩვენ დღეს გამოვედით, რომ გავაპროტესტოთ კიდევ ერთხელ ფემიციდის ეს შემთხვევა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არც საქართველოში და არც მსოფლიოში. გამოვდივართ ქალის სიცოცხლის ხელშეუხებლობის მხარდასაჭერად და ვცდილობთ, რომ აქციის ფარგლებში, ხმა მივაწვდინოთ საზოგადოების იმ ნაწილის, რომელმაც მდუმარება არჩია, თან კი ამ ყველაფრის მომსწრე იყო. საზოგადოების მხრიდან გულგრილობას ჰქონდა ადგილი და ამ ჯაჭვური რეაქციით მივედით იმ ფატალურ შემთხვევამდე, რასაც ჰქვია – სოფოს სიცოცხლე დასრულდა- განაცხადა ქალთა ასოციაცია “გვირილას” დამფუძნებელმა ეთო ალმასიამ.

აქციის ორგანიზატორები გახლდათ საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, “ფემინა” და ადგილობრივი ქალთა ორგანიზაცია “გვირილა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!