„ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“


ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ გამართა მრგვალი მაგიდა „ეროვნული ნარკოპოლიტიკა და ადამიანის უფლებები“.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს კანონპროექტზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ არის შემუშავებული. კანონის ინიცირება მოხდა საქართველოს პარლამენტში. ასოციაცია „ქსენონის“ გამგეობის თავმჯდომარის ნინო ჯანაშიას აზრით, ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების სფეროში მოქმედმა ორგანზაციებმა აუცილებლად უნდა დააფიქსირონ ის პრობლემატიკა, რომელსაც აწყდებიან ნარკოტიკების მომხმარებლები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გზაზე. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს კიდევ ერთხელ გაიარონ პრობლემები კანონმდებლობაში და ის მანკიერი მიდგომები, რომელიც არსებობს დღეს და ნარკომომხმარებელს აიგივებს ნარკორეალიზატორთან. „ჩვენი მთავარი მესიჯი მდგომარეობს იმაში, რომ ხაზი გავუსვათ ნარკოდამოკიდებული და ნაროკომომხმარებელი პირის აღქმას, როგორც ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანის და ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მკურნალობა და არა დასჯა“. შეხვედრაზე ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კვაშილავამ ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა განიხილებოდეს სისხლის სამართლის დამნაშავედ და ის უნდა იყოს მოქცეული ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციაში.შეხვედრაზე უჩვენეს პრობლემური ნარკომომხმარების სტატისტიკა. მათი ინფორმაციით, 2009 წელს 40000 ნარკომომხმარებელი იყო, 2012 წელს 45000, ხოლო წელს, მათმა რიცხვმა 49700 შეადგინა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!