„მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა გამართა შეხვედრა პროექტის „მიგრაციის მართვის განვითარება საქართველოში“  ფარგლებში. პროექტის რეგიონული ოფიცრის მარიამ გოროზიას განმარტებით,  შეხვედრის მიზანი იყო კვლევები ჩაეტარებინათ სხვადასხვა მიმართულებით, რათა მიგრაციული ფონი გამოეკვლიათ საქართველოში.

მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჩაატარეს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები მიგრანტების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, შეხვდნენ პოტენციურ მიგრანტებს, საზღვარგარეთ იყვნენ ჩასულები, სადაც უშუალოდ შეხვდნენ ემიგრანტებს და გამოკლეულ იქნა მათი ძირითადი პრობლემები. მარიამ გოროზიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, ის რომ მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები არაეფექტურად გამოყენება ხდება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, „ გამოგზავნილი თანხები ძირითადად იხარჯება საკვებისთვის, მკურნალობისთვის და კომანალური გადასახდებისთვის და არ ხდება მისი ინვესტიციაში ჩადება საქართველოში სხვადასხა სახის ბიზნესის, ან ახალი ბაზრის შექმნა, განათლების მიმართულებით ჩადება ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ტვინების გადინება შევცალოთ, ე.წ. უნარ-ჩვევების გადინება ქვეყნიდან შევცვალოთ ტვინების ცირკულირებით და უკვე ჩამოსულმა ემიგრანტებმა შესძლონ თავიანთი უნარ-ჩვევები, განათლება და მათი რესურსი მოახმარონ თავიანთი ქვეყნის განვითარებას“. მარიამ გოროზიას აზრით, ამ საკითხში სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, რეინტეგრაციის პროგრამა არსებობს ემიგრანტებისთვის, მაგრამ არ არის საკმარისი. საჭიროა ახალი პროგრამების შემუშავება, უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით და საჭიროა შემუშავდეს ისეთი ეფექტური მექნიზმები, რომელიც  ხელს შეუწყობს  ქართველი  ემიგრანტების რეინტეგრაციას მათ განვითარებას და მათი ეკონომიკური ფონის გაზრდა.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!