”ჩემი კარგი “ვეფხისტყაოსანი”


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივით, ჩატარდა შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა სლოგანით „ჩემი კარგი “ვეფხისტყაოსანი“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკის მკითხველებმა და სასახლის აღსაზრდელებმა.

ღონისძიების დასაწყისში, აბონემენტის განყოფილების ხელმძღვანელმა ინგა ქარჩავამ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: „ამ იდეას საფუძველი ჩაუყარა მწერალმა დათო ტურაშვილმა და ეს უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. „ვეფხისტყაოსანი“ სიყვარულისა და მეგობრობის საგაა, ქართველთათვის მეორე სახარება“. შეხვედრის მონაწილეებმა შოთა რუსთაველის პოემიდან სხვადასხვა სტროფები წაიკითხეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WpmFi_PIlw8[/embedyt]

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ აღნიშნა, რომ  ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა და მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე   „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვას რამდენიმე წელია ერთობრივად ატარებენ. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ღონისძიება ინტერესს იწვევს ბავშვებში, ხშირად ამ ღონისძიებას ქუჩაში ვატარებთ სახალხო ზეიმის სახით“.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა გუნდმა „მახარიამ’’ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ღონისზიების ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის, ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ეროვნული საგანძურის მნიშვნელობის წარმოჩენა და ახალგაზრდა თაობის  დაინტერესება მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!