ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატმა თენგიზ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მავნებელი მწერის გასანადგურებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გამოყოფილია 12420 ლარი. ამინდების გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება სამუშაოები. „ქალაქის ტერიტორიაზე არის 115 ჰექტარი თხილის პლანტაცია დარეგიტრირებული და დაიწყება სამუშაოები ამ მიმართულებით. თანხა გამოყოფილია შრომის ანაზღაურებისა და საწვავის ხარჯებისთვის, დანარჩენი თანხა, სამუშაოების შესასრულებლად უკვე შემოტანილია ქალაქში .“ მისი თქმით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება დაევალა ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრს.