დღეს, ზუგდიდის მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართა ვიქტორინა-კონკურსის „მე ზუგდიდელი ვარ“ ფინალური ტური. ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები. პირველ ადგილზე გავიდა პირველი საჯარო სკოლა (35 ქულით), მეორე ადგილზე გავიდა მეექვსე საჯარო სკოლა (27 ქულით), მესამე ადგილის მფლობელი გახდა მეორე საჯარო სკოლა (21 ქულით).
პროექტის ორგანიზატორის თეონა ხუბულავას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ზუგდიდის წარსულიდან თანამედროვებაში მოგზაურობა, ეთნიკური და კულტურული ფასეულობების პატივისცემის პოპულარიზაცია, მოზარდებში მშობლიურ ქალაქზე ცოდნის გამოვლენა – ამაღლება, თანამედროვე საქართველოში ზუგდიდის, როგორც მნიშვნელოვანი ქალაქის აღნიშვნა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=w3vPr_HelTw[/embedyt]
პირველი ადგილის მფლობელი გუნდის წევრმა მიხეილ ბერიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროექტი ემსახურება სამეგრელოს ისტორიის განვითარებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7P2khzszyE4[/embedyt]
შეხვედრაზე გაიმართა მოსწავლეების დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დიდი მოწონება დაიმსახურა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებულმა ფილმმა.
შეხვედრის ბოლოს, პროექტში მონაწილეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით და დიპლომებით.