საკრებულო ქალაქის გზებზე არსებული პრობლემების შესახებ


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ  ქალაქში, ცენტრალური ქუჩების გზებზე, ორმოები სარეკონსტრუქციოდ გაამზადეს, თუმცა სამუშაოები შეჩერდა, რაც პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისათვის.

დეპუტატმა მიმართა მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსს მამუკა ლოგუას, „ბოლო დღეების განმავლობაში, ორი კვირაა „კვადრატული ამოჭრები“ ქალაქის ცენტრში განახორციელეთ  და ორი კვირაა ეს „კვადრატული ამოჭრები“ საშინელ მდგომარეობაშია ისევ დარჩენილი. თუ შევმსები არავინ არაა, რატომ ვჭრით ამას და რატომ ვუქმნით მოქალაქეებს პრობლემებს გადაადგილების დროს.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rYXQBmAJOPc[/embedyt]

საპასუხოდ მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ თქვა, რომ წლის დასაწყისში, მერიამ გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი ორმულ შეკეთებაზე და გზის მოხრეშვით სამუშაოებზე. განსაზღვრა წესი, რა წესით უნდა განხორციელეს სამუშაო. ლოგუას განმარტებით, ლოკაციაზე გროვდება პრობლემა, შედის მათთან განსახილველად, ამუშავებენ და აწვდიან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რათა მათ დაიწყონ ტექნოლოგიური ციკლი ორმული შეკეთების და მოხრეშვითი სამუშაოების. მისი თქმით, სანამ ქალაქში არ დამთავრდება წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სამუშაოები, ქუჩების სრული რეაბილიტაცია არ მოხდება. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს.“ზუგდიდის საგზაო სამმართველო“. მამუკა ლოგუამ აღნიშნა, თუ კომპანია მათ შეკეთების ვადებს დაურღვევს ან უხარისხოდ შეასრულებს სამუშაოებს კომპანიის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TSMrWBs0nhE[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!