დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრებისა და ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა „სიზმარში დანახული აფხაზეთი“ გაიხსნა. გამოფენა სოხუმის დაცემის დღეს-27 სექტემბერს ეძღვნება.
ღონისძიებას ზუგდიდელ საზოგადოებასთან ერთად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.