საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში დაგეგმილ ღონისძიებებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრმა, ზუგდიდელებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მინისტრი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო და ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერთან ერთად, მაღალტექნოლოგიური სიმულატორებისა და მულაჟების გამოყენებით, ადგილზე მისულ ყველა დაინტერესებულ პირს გადაუდებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=AIjz33C0FbI[/embedyt]
დავით სერგეენკომ, ბავშვებისთვის, სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით გაწყობილი სივრცე მოინახულა.
ქალაქის ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში, განთავსებულ, მობილურ ამბულატორიასა და კარავში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივებს, ც ჰეპატიტის უფასო სკრინინგსაც ჩუტარებენ.