საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დილიდანვე, საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში, ქალაქიში სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
ქალაქის პირველებმა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ დღევანდელი დღე მიულოცა საქართველოს და ზუგდიდელებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WPpQ1wZ1IeY[/embedyt]
გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს დღე, წელს, განსაკუთრებით მაშტაბურად აღინიშნება. მისივე განმარტებით, ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.