ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში, 2017 წლის 16 იანვრიდან, დაიწყო სოფლის მოსახლეობისათვის კარდაკარ შემოვლით ( ე.წ. ,,ზარის პრინციპით”) მომსახურეობის პროგრამის განხორციელება.
რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან, თვეში ოთხჯერ, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, სატვირთო ავტომანქანებით გაიზიდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი. ამ ღონისძიებისათვის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” გამოიყო 6 სატვირთო ავტომანქანა 6 მძღოლითა და 12 მტვირთავით. შედგენილია ცალკეულ სოფლებში მათი მისვლის გრაფიკი. სატრანსპორტო საშუალებებისა და მტვირთავების მუშაობას აკონტროლებენ ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ” უბნების ხელმძღვანელები და კონტროლიორები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის # 19 დადგენილებით, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარით. სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღრულია 4 კაცით, ანუ მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ აჭარბებს 2 ლარს თვეში. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი დადგენილია 1 მ3 ნარჩენზე 25 ლარის ოდენობით თვეში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის აპრილის თვიდან მოსაკრებელის გადახადა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე: სახაზინო კოდი: 300823189 მიმღები :სახელმწიფო ხაზინა.