საკონსტიტუციო კომისიის წევრს თენგიზ შარმანაშვილსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს შორის შელაპარაკება გამოიწვია შარამანიშვილის განაცხადებამ რომ პრეზიდენტი ვერავითარ უფლება-მოსილებას ვერ განახორციელებს ბიუჯეტთან დაკავშირებით.
„ თუ გაქვთ იურიდიული განათლება ილაპარაკეთ კომპეტენტურად. დღევანდელ ვითარებაში შემოთავაზებულ პროექტში პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს ბიუჯეტის შესახებ კანონს. რაც თქვენ თქვით არის შეცდომა“- განაცხადა დოლიძემ. საპასუხოდ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება, მაგრამ ვეტო გადაილახება იმავე წესით, რა წესითაც ეს კანონი არის მიღებული.