ზუგდიდის საკრებულო ხშირადაა ხმაურიანი და დღესაც, დეპუტატებმა მოსინჯეს ხმაც და კუნთებიც. სხდომის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, შეკამათდნენ საკრებულოს წევრები თენგიზ ხარჩილავა და თენგიზ ქოჩუა. მათი კამათი საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ჟურნალისტებისათვის უცნობი დარჩა შელაპარაკების მიზეზი, თუმცა, გაჟონა ერთ-ერთმა საინტერესო ვერსიამაც, როგორც ითქვა, ერთ-ერთი საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველად გაიტანეს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ხარჩილავას გვერდის ავლით, რამაც გაანაწყენა ხარჩილავა. ჟურნალისტებთან, დაპირისპირებულ დეპუტატთაგან არცერთს არ გაუკეთებია კომენტარი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=C3k-nVxHWv0[/embedyt]