საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდის ტექნოპარკსაც ესტუმრა. მთავრობის მეთაური შეხვდა ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართულები არიან ტექნოპარკის აქტივობებში.
მთავრობის მეთაური შეხვდა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“ გაიმარჯვეს და აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.