გაიხსნა საიას ზუგდიდის ოფისი


დღეს, ზუგდიდში, გაიხსნა საიას – საქართველოს ახალგაზრდა იურისთტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი. ეს გახლავთ საიას რიგით მეცხრე რეგიონალური ოფისი, რომლის გახსნაც საიას საიუბილეო თარიღს – მე-20 წელს დაემთხვა.  ზუგდიდის ოფისი სხვა ოფისების მსგავსად, უფასო დახმარებას გაუწევს მოსახლეობას. საკუთარ წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრების, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, იურიდიული განათლების ხელსეწყობისა და საიას სხვა სტრატეგიული მიზნების განხორციელების საქმეში.

 ოფისის პრეზენტაციას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.   „საიას“ ზუგდიდის ოფისს იურისტი ნინო ხუხუა უხელმძღვანელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!