“თანაზიარის” ახალი პროექტის პრეზენტაცია


რეაბილიტაციისა და განვითარების საქვოლმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა’’ პროექტის ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის მთავარ მიმართულებებზე, სამიზნე ჯგუფებზე და იმ აქტივობებზე,   ღონისძიებებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებშია დაგეგმილი.

შეიქმნება სოციალური საწარმოები, სადაც დასაქმდებიან  ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის’’ დირექტორმა ხათუნა ბეჭვაიამ აღნიშნა, რომ მონაცემთა ბაზის შესაქმნელად მოხდება ყოფილი პატიმრების და მათი ოჯახების აღრიცხვა. ამის გარდა, მოხდება საერთო და ინდივიდუალური პრობლემებისა და საჭიროების კვლევა, რის შედეგად მოხდება მათი რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია, ადვოკატირება, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მან ასევე ისაუბრა მთავარ მიმართულებებზე, განათლებაზე, პროფესიულ გადამზადებაზე, დასაქმებაზე,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მათი წამლებით უზრუნველყოფაზე. ბეჭვაიას თქმით, აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 34 თვე.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=B4izrWAouKI[/embedyt]

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ყოფილ პატიმრებს. „ აქედან გამომდინარე, თვითმმართველობა, ზუგდიდის მუნიციპლიტეტი, მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პროექტის განხორციელებას. თვითმმართველობაში არის სპეციალური კომისია, რომელიც მხარს უჭერს მსგავს პროექტებს, სოციალური საწარმოების ფუნქციონირებას. ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით აქტიურად, რათა, მაქსიმალურად მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგი.’’- განაცხადა თოდუამ ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=UyQvEkw0NpE[/embedyt]

ყოფილმა პრობაციონერმა აკაკი კოროშინაძემ აღნიშნა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, პატიმრებს დასაქმების პრობლემა აქვთ. მისი თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს,  ყოფილ პრობაციონერებს, რომ დასაქმდნენ, მიიღონ გარკვეული შემოსავალი და ოჯახები არჩინონ.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!