ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, ინციდენტი მოხდა-ჩვენთვის უცნობი მოქალაქე მივიდა ლომბარდში და ლომბარდის მეპატრონეს რუსლან ჩუხუას პირადი ვალის გადახდა მოსთხოვა, სხვა შემთხვევაში, ბენზინის გადასხმით და თავის დაწვით დაემუქრა. ინციდენტის ადგილზე მობილიზებულიქნა სასწრაფო დახმარება და სახანძრო. ამ უკანასკნელმა თავიდან გამოძახების მისამართს ვერ მიაგნო და კოსტავას ქუჩის დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია რამდენიმე წუთით. ინციდენტი აღკვეთილია. ჟურნალისტებს ადგილზე არ დახვედრიათ არც ჩუხუა და არც ის მოქალაქე, რომელიც ბენზინის გადასხმით იმუქრებოდა.