მოშიმშილე დევნილები, რაიონული საავადმყოფოს ეზოში უკვე მე- 17 დღეა შიმშილობენ. დღეს, მათთან, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას დაპირებით, სპეციალური კომისია უნდა მისულიყო ქულების ხელახალი გადასამოწმებლად მაგრამ, როგორც დევნილები აცხადებენ, დღეს მათთან არავინ მისულა.
. „კონკრეტული პასუხი არავისგან მიგვიღია, დაველოდებით ხვალაც, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ აქციას, მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება ბოლომდე შესრულებული’’. -ანაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ ტარიელ ქობალიამ.
მოშიმშილე დალი შონიას თქმით, ამ დილით, იმყოფებოდა დევნილთა სამმართველოში, სადაც შეხვდა სამმართველოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას, რომელმაც განუცხადა, რომ მისი, დალი შონიას, ცხრა ქულა შარშანდელი ყოფილა, ამჟამად, კი ექვსნახევარი ქულა აქვს. „-თუ შარშან ცხრა ქულა მქონდა მაშინ, რატომ იყო ჩემი ბინა დაკეტილი და წელს რატომ არ მაძლევენ. არაფერი მომმატებია, უარეს მდგომარეობაში ვარ, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ, ნახევარსარდაფში ვცხოვრობ. ისეთებს აძლევენ ბინას, რომელიც ჩემზე უკეთესად ცხოვრობენ. მანუჩარმა თავის სიმამრს 13 ქულა მისცა, მე კიდევ ექვს ნახევარი.’’-ამბობს მოშიმშილე ქალი. ქალბატონის თქმით, კომისია აუცილებლად უნდა მივიდეს მასთან და უნდა შეისწავლოს მისი ოჯახური მდგომარეობა. დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის ისევ აპირებს პირის ამოკერვას და თავის დაწვით იმუქრება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Y3w5dC13QN4[/embedyt]
აჭარისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ “ზუგდიდელებთან” განმარტა, რომ ხვალიდან, დღის თერთმეტი საათიდან, ინდივიდუალურად მოხდება მათი მიღება სამმართველოში. “რაც შეეხება ქალბატონ შონიას, 2016 წელს არ იყო ბინებით დაკმაყოფილება. კომისია მუშაობდა 2014- 2015 წლებში, სადაც მე, ფაქტიურად, ამ პოზიციაზე არ ვმუშაობდი. თუ უნდა ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვა მისი ქულების შესახებ, მოგვმართოს წერლობით. მას ადრე ჰქონდა ცხრანახევარი ქულა, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაუხდა ექვსნახევარი ქულა. მე არ ვარ საქმის კურსში რაში დააკლდა და რაში მიიღო მან ეს ქულა”.