მოშიმშილე დევნილები ადა მარშანიამ მოინახულა


შიმშილობის მეთექვსმეტე დღეს, მოშიმშილე დევნილები მოინახულა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის’’ წევრმა, პარლამენტარმა ადა მარშანიამ, რომელმაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სთხოვა, აქცია შეეწყვიტათ.

 „ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ზოგადად საქართველოში, დევნილები ცუდად ცხოვრობენ, მაგრამ ეს დევნილები აქ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.“ „დევნილების მინისტრი არ მიმაჩნია რომ არის ისეთი მებრძოლი მინისტრი, როგორიც უნდა ჰყავდეს დევნილებს.  დევნილების მინისტრი უნდა იყოს დევნილი, მე ასე ვფიქრობ…“„დევნილთა მინისტრი არ ჩამოვა აქციის მონაწილეებთან იმ მიზეზით, რომ აქ რომ ჩამოვიდეს, უნდა ჩავიდეს ყველგან და ყველასთან, ვინც ითხოვს მასთან შეხვედრას“. „რაც შეეხება ქულების მინიჭებას, ეს არის უსამართლო პროცესი. ამას უნდა ვებრძოილოთ ჩვენ პარლამენტარები. მე ამ თემას შევიტან პარლამენტში. დაიწყონ ქულების სასწრაფოდ გადახედვა“. “მე დავუკავშირდები პარლამნტარ მერაბ ქვარაიას და გავარკვევ, რა კომისიას ელოდებიან დევნილები ორშაბათს”-უთხრა ქალბატონმა ადა მარშანიამ დევნილებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=1YHKvhj5jZ4[/embedyt]

მიუხედავად პარლამენტარის თხოვნისა, აქციის მონაწილე ქალბატონები არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!