მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ცხედარი “სასაფლაოების მართვის ცენტრმა” დაკრძალა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიმართვის საფუძველზე სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
დაკრძალვა შესაბამისი წესით განხორციელდა. დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები დაფარულ იქნა ააიპ-,,სასაფლაოების მართვის ცენტრის“ მიერ.
მარტოხელა, უჭირისუფლო მიცვალებული ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 6 თებერვალს იქნა ნაპოვნი.