მალე სოფლის პროექტები ამოქმედდება


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაია სოფლის წარმომადგენლებს, გამგეობის სამსახურების და განყოფილების უფროსებს შეხვდა. სოფლის წარმომადგენლებს გააცნო რეგიონალური განვითარების სამინისტროში განხილული და მოწონებული პროექტები, რომლებიც დაფინანსებისთანავე ამოქმედდება. ასეთების რიცხვში შევიდა რიყის ავტოსატრანსპორტო გზა, ტყაიის, ჩხორიის, ურთის, ნარაზენისა და ჭაქვინჯის გზები და მათ შორის ზუგდიდის რაიონის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება.
გამგებლის განცხადებით, ყველა სოფლის ცენტრალური ნაწილი მოწესრიგდება და კეთილმოეწყობა. ყველა ტერიტორიულ ერთეულს ექნება მოსწავლე–ახალგაზრდობისთვის შემეცნებითი და სპორტული წრეები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს დაემატა წყალკანალის განყოფილება, რომელიც ადგილზე მოაგვარებს ამ მიმართულებით პრობლემებს. გამგებლის განცხადებით, დარჩელში, ტელმანში და სხვა სოფლებში, სადაც იყო მოთხოვნა საბავშვო ბაღების გახსნის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს დაიქირავოს კეთილმოწყობილი შენობები საბავშვო ბაღების განსათავსებლად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!