მოშიმშილე დევნილებმა პირი ამოიკერეს


მეექვსე დღეა, რაიონულ საავადმყოფოში განსახლებული დევნილები შიმშილობენ. მათ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს. დევნილები, მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის გაურკვეველი დროით გაგრძელებას აპირებენ.დევნილები აცხადებენ, რომ “სამმართველოს უფროსის სიმამრს ცამეტი ქულა მოუვიდა, ცხოვრობს აფხაზეთში, აქვს შემოსავალი, კერძო მაღაზიები, ხოლო ცოლის ძმას-11 ქულა ნახევარი და არ ცხოვრობს აქ, ჩვენ მოგვივიდა ოთხი ქულა, ეს ხომ უკანონობაა. ჩვენ არ გვაქვს ფული, მხოლოდ სოციალური დახმარება გვაქვს.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wA_ke-h1Swc[/embedyt]

„უკანონოდ გვაქვს ქულები მიღებული და გაადამოწმონ. ვითხოვთ ბინები მოგვცნენ სამართლიანად’’- გვითხრა მოშიმშილე ნანი შონიამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7T8PzjaxH3k[/embedyt]

აჭარისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა “ზუგდიდელების” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მოშიმშილე დევნილები, დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წერებმა მოინახულეს და  მხარდაჭერა გამოუცხადეს.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები ამბობენ, თუ დევნილთა სამმართველო მათ პრობლემებს არ მოუგვარებს, დევნილთა აქციას შეუერთდებიან და მათთან ერთად ბოლომდე იბრძოლებენ მიზნის მისაღწევად.

„ეს არის უსინდოსობა, როდესაც ხალხს პირი ამოკერილი აქვს და ადგილობრივი მთავრობა მათთან არ ყოფილა არავინ, რომ მოესმინა მათი პრობლემა, ეს ხალხი ითხოვს თავის კუთვნილ ბინებს. ხელისუფლება ვალდებულია რომ დააკმაყოფილოს ამ ბინებით. თუ ხელისუფლება ასე გააგრძელა ამ ხალხის იგნორი მე როგორც საკრებულოს წევრი  დავჯდები მათთან ერთად მივმართავ პროტესტის უკიდურეს ზომას და ვიქნები მათთან ერთად სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული’’. -განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mi8FNZ8MDGM[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!