ააიპი-ებმა, ქალაქის საკრებულოს, გასული წლის მუშაობაზე ანგარიში წარუდგინეს


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საზოგადოების წინაშე წარსდგა 13 ააიპ-ის ხელმძღვანელი. მათ  2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.

გამომსვლელებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე, აქტივობებზე და ღონისძიებებზე. ასევე ისაუბრეს 2017 წლის  გეგმებზე. აიპიების  მუშაობა საკრებულომ, ძირითადად, დადებითად შეაფასა. ხვალ, 14:00 სთ-ზე საკრებულო მოისმენს ზუგდიდის მერის 2016 წლის ანგარიშს.