რაიონული საავადმყოფშო განთვსებული დევნილები მეორე დღეა შიმშილობენ. ისინი ითხოვენ კომისიის მოსვლას და მათი მდგომარეობის შესწავლას, რომელიც განსაკუთრებით გაუსაძლისია, რადგან მათი შენობა ნგრევადია. ისინი ითხოვენ მინისტრის ჩამოსვლას, ბინებს და დევნილთა 45 ლარიანი დახმარების ხელშეუხებლობას.მოშიმშილე დევნილთა უმრავლესობა უკვე 25 წელია ამ შენობაში ცხოვრობს. გაუსაძლის პირობებთან ერთად მათ სასმელი წყალიც არ უვარგათ. ისინი ამბობენ, რომ აქციას გააგრძელებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=qrfWcSCJgAg[/embedyt]
“ზუგდიდელები” ესაუბრა დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას. მან განაცხადა, რომ რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები დევნილების შესახებ იციან როგორც სამმართველოში, ასევე დენილთა და განსახლების სამინისტროში. მისი თქმით, “მუშაობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც სწავლობს ამ შენობაში მცხოვრები დევნილების მდგომარეობას, პირობებს და უახლოეს ხანებში დაიდება დასკვნები. ამ შენობაში მცხოვრები დევნილები ბინებს მიიღებენ კონკურსის წესით.”