ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გიორგი შონიას პოეტური კრებულის „ფაბრიკაცია’’ წარდგინება. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „ინტელექტმა”. წიგნში ასევე შესულია პოეტის ლექსები ფსევდონიმით ჰანს პროველი. კრებულმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ვფიქრობ, მკითხველს საინტერესო ავტორთან მოუწევს გაცნობა, რადგან ინტერტექსტუალური ავტორი განსხვავდება ჩემი სტილის ლექსებისგან და ამ ორი ავტორის ნაზავი საინტერესო იქნება ზუგდიდელი აუდიტორიისათვის”.-აღნიშნა გიორგი შონიამ.