ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებია


ქალაქ ზუგდიდის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს გახლავთ შარშანდელი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ფულადი ნაშთები, რომელიც ჯამში შეადგენს 435 .ათას ლარს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობისშსემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, ეს არის 2016 წლის გაუხარჯავი ნაშთი, რომელიც გამოყოფილი იყო, როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მიმდინარეობს პროექტები და აღნიშნული თანხა იქნება გახარჯული პროექტების ფინანსური უზრუნველყოფისათვის. „ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარი არის ნაშთი  სხვადასხვა მუხლებიდან, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი, როდესაც ხდება სხვადასხვა სახის  მომსახურების შესყიდვა, ამის შემდეგ ხდება არსებული ნაშთის გადმოტანა და გახარჯვა 2017 წლის ბიუჯეტისთვის’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=p_SPrs3i6-g[/embedyt]

თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცენტრალური ბიუჯეტიდან ნაშთი, 242,9 ათასი ლარი მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთიმოწყობისათვის,

43, 6 ათასი ლარი ფეხბურთის სტადიონის მშენებლობისათვის,

15,0 ათასი ლარი რეგიონალურიდან და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან,

17,5 ათასი ლარი სამედიცინო დახმარების პროგრამა,

2,0 ათასი ლარი სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დარჩენილია 67,8 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა შემდეგნაირად:

24,7 ათასი გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პრგრამა.

5,8 ათასი ლარი სპორტული ღონისძიებისათვის,

14, 5 ათასი ლარი სადღესასწულო დღეებისათვის,

22, 8 ათასი ლარი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩასატარებლად.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!