ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები’’ დაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს იურიდიულ და სანანდატო კომისიის წევრმა ნუგზარ სარიამ აღნიშნა, რომ გაუქმების პარალელურად, შეიქმნა ახალი ფრაქცია „ ზუგდიდი’’.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=KRluYwYdkTk[/embedyt]ყოფილმა „რესპუბლიკელმა’’ თენგიზ ქოჩუამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ რვა ოპქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში და კონკრეტულად რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, გუნდმა ზუგდიდში გიორგი თოდუამ, ნიკოლოზ ზარქუამ და თენგიზ ქოჩუამ მიიღეს გადაწყვეტილება, „რესპუბლიკური პარტიის’’ დატოვების შესახებ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მტკივნეული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აქტიურად გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას ქალაქის საკეთილდღეოდ.