საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდთან’’ და მის ხელმძღვანელობასთან, საკრებულოს სხდომაზე, შეხვედრას ითხოვს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან’’ ანა წითლიძე. დეპუტატის თქმით, ის იმყოფებოდა კლუბში, ნახა ფეხბურთელები და გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.
„თქვენ იცით, რომ იქ არ არის სახარბიელო მდგომარეობა, გარდა იმისა, რომ არსებობს ფინანსური პრობლემები. საერთოდ გაურკვეველია გუნდის მენეჯმენტი. გვეგონა, რომ გუნდში არსებული პრობლემები მოგვარდებოდა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ინვესტორი იყო ჩამოსული. მას შეხვდა ქალაქის მერი, არის საკმაოდ მძიმე ბრალდებები. ჩვენ საკრებულოს წევრებს გვაქვს ვალდებულება, რომ ჩავერთოთ ამ საკითხებში, ვიკითხოთ რა ხდება. ეს არის გუნდი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ფეხბურთელებს აქვთ თავიანთი არგუმენტები. მოვიწვიოთ ფეხბურთელები, გუნდის მენეჯმენტი და შესაძლებელი იქნება აგვიხსნან, საკრებულოს სხდომაზე, რა გაუგებრობაა გუნდში, რატომ ექნებათ ფეხბურთელებს პრობლემები.’’[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=siNuHoKc08Y[/embedyt]
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ ის მზადაა დაინტერესებულ პირებთან ერთად შეხვდეს ხელმძღვანელობას: „აუდიტის სამსახური მუშაობს ამ საკითხზე, დასკვნას ეცნობიან და ჩვენ მზად ვართ შეხვდეთ ხელმძღვანელობას’’