საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ამ წუთებში, სტუმრობს შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც მართავს რექტორთა გაფართოებულ სხდომას. სხდომას ესწრება სქართველოს 25 უმაღლესი სასწავლებლის რექტორი. ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უკვე ესტუმრა ქალაქის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს,
სოფელ რუხის საჯარო სკოლას, ვიზიტის დასასრულს, ის მივა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში და დააჯილდოვებს რეგიონის წარმატებულ მოსწავლეებს.