- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულმა საბავშვო ბაღებმა სასწავლო-სააღმზრდელო წელი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობებით დაასრულეს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრისა და ბაღების ერთობლივი მუშაობითა და აქტიური ჩართულობით, აქტივობები აღსაზრდელებისათვის, მშობლებისა და თემის წარმომადგენლებისათვის საინტერესო, პროდუქტიული, სახალისო და შემეცნებითი იყო.
ხათუნა თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “მიმდინარე სასწავლო – სააღმზრდელო წელიც შევაჯამეთ. აქტივობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდა. წელს, სკოლაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 960 ბავშვი გავაცილეთ სკოლაში. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე, მადლობას ვუხდი აღმზრდელებს, ჩვენი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის.
