- ლევან კუტალია „ოდიშის“ ფეხბურთელია.
კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშობლიურ ქალაქსა და გუნდს საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასის მფლობელი და 2019 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი, ლევან კუტალია უბრუნდება.
“ლევანს ზურგს უმაგრებს არაერთი ტიტული, უდიდესი ადგილობრივი გამოცდილება და მდიდარი უცხოური კარიერა. სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში მიღებული ეს გამოცდილება და მისი ჩემპიონური მენტალიტეტი ზუსტად ის ძალაა, რაც დღეს „ოდიშს“ ახალი მიზნების მისაღწევად სჭირდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის უდიდესი მოტივაცია და მონდომებაა, რომლითაც ლევანი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.
მან ყველაზე კარგად იცის, თუ რამხელა ამბიცია და ფეხბურთის სიყვარულია ზუგდიდში, და მზად არის, მთელი თავისი კლასი მშობლიურ მოედანსა და ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს მოახმაროს.
ლევან, კეთილი იყოს შენი დაბრუნება სახლში!
გვჯერა, რომ შენს გამოცდილებასთან და ჩვენი გულშემატკივრის უდიდეს მხარდაჭერასთან ერთად „ოდიშის“ ისტორიაში ბევრ ლამაზ და გამარჯვებით სავსე ფურცელს ჩავწერთ. “-აღნიშნულია კლუბის გავრცელებულ ინფორმაციაში.
